აჩხოტის საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები

სოფელ აჩხოტში საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი, მოადგილე დავით ქირიკაშვილთან და საზედამხედველო კომპანია მშენ-ექსპერტის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 2 748 987 ლარს შეადგენს, მოეწყობა საკანალიზაციო ქსელი, კოლექტორები, სატუმბი სადგურები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

 სამუშაოებს ახორციელებს კომპანია „ვი-აი-პი +“.

#ყაზბეგისმერია2021