საქართველოს ფოსტამ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს წიგნები გადასცა
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს ფოსტამ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს, თემატურად შერჩეული სამასზე მეტი წიგნი გადასცა.
პროექტი, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში საბავშვო ბიბლიოთეკების მოწყობას ისახავს მიზნად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.