სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები სიონისა და სნოს ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები სიონისა და სნოს ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
აჩხოტის, სნოს, ფანშეტის, არშას, თოთისა და გაიბოტენის მოსახლეობამ, საპროექტო წინადადებებს შორის სასაფლაოების შემოღობვა, გზებისა და გზისპირების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სასმელი წყლის დამატებითი არხების მოძიება, სპორტული ინვენტარის შეძენა და გარე განათების მონტაჟი შეარჩია.
შეხვედრებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად დაესწრო.