სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები სიონისა და სნოს ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან გაიმართა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები გრძელდება.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად, 26 იანვარს, სიონის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
ვარდისუბნისა და გარბანის მოსახლეობამ, საპროექტო წინადადებებს შორის, საკანალიზაციო-სანიაღვრე სისტემისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები შეარჩია. სიონში, სასმელი წყლის პრობლემა, დამატებითი არხების მოძიებითა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაციით გადაიჭრება.