სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024 დაიწყო
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები დაიწყო.
2024 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფლის პროგრამებზე
362 000 ლარი გაიხარჯება. 25 იანვარს შეხვედრები სტეფანწმინდისა და სნოს ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
საპროექტო წინადადებები მოსახლეობისგან ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად მოისმინა. ახალციხეში, კარკუჩაში, გველეთსა და ცდოში, მოსახლეობის მოთხოვნით, რიტუალების სახლებისა და სპორტული მოდნების მიმდებარედ, სველი წერტილები მოეწყობა. შეიღობება საძოვრები, მოპირკეთდება სოფლიდან საძოვრებამდე მისასვლელი გზა.