14 იანვარს ყაზბეგში ეროვნული დროშის დღე აღინიშნა
14 იანვარს ყაზბეგში ეროვნული დროშის დღე აღინიშნა.
თარიღთან დაკავშირებით, სტეფანწმინდაში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნის მემორიალთან სკვერში, სახელმწიფო და მუნიციპალური დროშები აღიმართა. საქართველოს ხუთჯვრიანი და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ვერცხლ-მეწამული დროშები, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა, მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად აღმართა.
სახელმწიფო დროშები გადმოიფინა ადმინისტრაციულ შენობებზეც.
„ყველას გილოცავთ ქართული დროშის დღეს, მთავარი სახელმწიფო სიმბოლოსი, რომელიც წარსულის გამო სიამაყეს გვძენს და მომავლის იმედს არ გვაკარგვინებს. დღევანდელი დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც საკუთარი სიცოცხლე დროშის სიწმინდის დაცვასა და სამშობლოს მსახურებას მიუძღვნა! საქართველოს სახელმწიფო დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია - მაცხოვარი და მახარობლები ფარავდნენ ჩვენს ქვეყანას, საქართველოს.“
ბაკურ ავსაჯანიშვილი