ყაზბეგში 3 იანვარს საახალწლო ღონისძიება გაიმართა

3 იანვარს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ყაზბეგში, საახალწლო ღონისძიება გაიმართა

ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მისული სტუმრებისათვის მრავალფეროვანი, ყველა ასაკზე გათვლილი აქტივობა იყო წარმოდგენილი. მათ შორის მოეწყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები; გაიმართა კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირთა მსვლელობა.

ტერიტორიაზე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. პატარებს თოვლის პაპა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემდა. დღის ბოლოს კი შეკრებილი საზოგადოების მუსიკალურ განწყობაზე მოწვეულმა შემსრულებლებმა - თეატრალურის კვარტეტმა, ოთო ნემსაძემ და ჯგუფმა "ლიმბო" იზრუნეს. 

საღამო საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს ყაზბეგის ყველა ადმინისტრაციული ერთეულიდან უფასო ტრანსპორტი ემსახურებოდა.