ბაკურ ავსაჯანიშვილის საახალწლო მილოცვა
გილოცავთ ახალ წელს!
ღმერთი გწყალობდეთ! 2024 წელი მშვიდობის, კეთილდღეობის, ბარაქის, ახალი შესაძლებლობებისა და თქვენი ოცნებების ასრულების ყოფილიყოს.
ილია ჭავჭავაძე ამბობდა, „ღონე ღონეს უნდა გადავაბათ და ახალ წელს იმას ვაქნევინებთ რაც ჩვენ გვინდა და არა იმას, რაც მას სურს“. ის, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება და გვინდა, არის ერთმანეთის სიყვარული, ნდობა, პატივისცემა, ერთმანეთზე ზრუნვა და მეტი ერთობლივი მუშაობა ყაზბეგის განვითარებისათვის.
განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით, ახალ წელს ვულოცავ ჩვენს უწმინდეს პატრიარქს, ჯარისკაცებსა და პოლიციელებს, პედაგოგებსა და საჯარო მოხელეებს, პატარებსა და უფროს თაობას, ემიგრანტებს.
მშვიდობა, დღეგრძელობა, სიცოცხლე და გამარჯვება ჩვენს ერს!
ბაკურ ავსაჯანიშვილი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი