განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში

განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის თანამშრომლებმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერს, 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინეს. ცენტრი, სამასამდე ბავშვით, ხუთზე მეტი სახეობის წრეს აერთიანებს. მოზარდები სიმღერას, ცეკვას, საკრავებს, ჭადრაკს, მინანქარს, თექასა და ხელსაქმეს ეუფლებიან. მთელი წლის განმავლობაში, ცენტრის თანამშრომლები სხვადასხვა ტიპის აქტივობით ეხმიანებოდნენ ეროვნული თუ საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სიმბოლურ დღესასწაულებს. განათლებისა და ულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2023“. ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა, მონაწილეობა მიიღეს ტრადიციული მუსიკისა და შავი ზღვის საერთაშორისო, საბავშვო ფესტივალებზე; ტელე-რადიო ეთერებსა და რეგიონის მასშტაბით გამართულ სახალხო-სადღესასწაულო ღონისძიებებში. შეივსო და სრულად აღიწერა საბიბლიოთეკო ქსელების წიგნადი ფონდი. შეიქმნა ცენტრალური ბიბლიოთეკის ფონდის ელექტრონული ვერსია. გაიხსნა და განახლდა ბიბლიოთეკები. შესრულდა სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სამუშაოები. ცენტრის შენობაზე დამონტაჟდა მანათობელი აბრა მოცულობითი ასოებით. დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა.