სკოლამდელი აღზრდის ცენტრის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში

სკოლამდელი აღზრდის ცენტრის თანამშრომლებმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერს, 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინეს.
ცენტრი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 9 ფილიალს, 221 აღსაზრდელით აერთიანებს.

ხელმძღვანელის თქმით, აღსაზრდელთა ჯანსაღი კვებისა და უსაფრთხოების მიზნით ჰასპის HACCP პროგრამა დაინერგა.

2023 წლიდან ახალი, 2 კვირიანი მენიუ  დამტკიცდა, ძირითადი კერძების კარტოთეკებითა და რეცეპტურით, რომლის მიხედვითაც, კვების დღიური თანხა თითოეულ ბავშვზე დაახლოებით 7-8 ლარამდე, კალორაჟი კი - 1292,84 კილო კალორიამდე განისაზღვრა


ფუნქციონირებს კანონით განსაზღვრული მშობელთა საკონსულტაციო საბჭოები, სადაც მშობლები აღმზრდელებთან ერთად მსჯელობენ საგანმანათლებლო პროცესის მართვის საკითხებზე.

2-5 წლამდე აღსაზრდელებში, სახელმძღვანელოდ დამტკიცდა - „ადრეული განათლების კურიკულუმი თამაში“, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იქნა რეკომენდებული.

მთელი წლის განმავლობაში იმართებოდა საბავშვო ზეიმები მუსიკალური/თეატრალური ნომრებითა და თამაშის ელემენტებით.
საბავშვო ბაღების შენობებსა და ეზოებში უსაფრთხო გარემოს სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა; ყველა ფილიალში, საჭიროების შესაბამისი ინვენტარი იქნა შეიძენილი.