ბავშვთა სარაგბო ფესტივალი

სტეფანწმინდის სტადიონზე ბავშვთა სარაგბო ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალი თბილისის "რაშების" ჩემპიონობით დასრულდა, მეორე ადგილი რუსთავის "ხარებმა", ხოლო მესამე საპრიზო ადგილი მასპინძელმა "ყაზბეგმა" დაიკავა.

ჩემპიონატში მონაწილეობას 6 გუნდი იღებდა : რ/კ "ყაზბეგი", "ხარები" (რუსთავი), "ავჭალა" (თბილისი), "მუხა" (ქანდა), "რაშები" (თბილისი) და "წიქარა" (თბილისი).

წარმატებას ვუსურვებთ ფესტივალის მონაწილე ყველ გუნდს!

#რაგბიჩვენითამაშია