სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - შპს „კამარა ენერჯის" მდ. თერგზე 16,62 მგვტ დადგმული სიმძლავრის „კამარა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „კამარა ენერჯი"

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

  • 2023 წლის 20 დეკემბერი, 16:00 საათი, სოფ. გორისციხის რიტუალების სახლის შენობა
  • 2023 წლის 21 დეკემბერი, 11:00 საათი, სოფ. სიონის რიტუალების სახლის შენობა

 

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს (ტელ: (+995 322) 112023, ელ-ფოსტა: ph@eiec.gov.ge, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ).

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, 2023 წლის 2 ნოემბერს, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა განცხადება სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე. აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან, არაუადრეს 26-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა სააგენტო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომლითაც განისაზღვრება გზშ ანგარიშის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/2a2bcd36-24a7-4379-bbe8-9cb796d3c078