ეროვნული კონფერენცია - "ქალთა ლიდერობა დემოკრატიისათვის საქართველოში"

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარების/თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, ეროვნული კონფერენცია - "ქალთა ლიდერობა დემოკრატიისათვის საქართველოში" გაიმართა.

ფართომასშტაბიან ღონისძიებას, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი დაესწრო. კონფერენციას ესწრებოდნენ სხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტის მიზანია, მუნიციპალიტეტებს, გენდერული თანასწორობის გარემოს გასაუმჯობესებლად, ინსტიტუციური მექანიზმების განვითარებაში დაეხმაროს.  

„კონფერენციაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 64 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ვმონაწილეობდით. ყოველ მუნიციპალიტეტში, გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით, რეალობა სპეციფიკური და განსხვავებულია, ამიტომ, ჩვენი ერთად ყოფნა, გამოცდილების გაზიარება და საერთო პოლიტიკის შეჯერება, ძალიან მნიშვნელოვანია. მოვისმინეთ პრიორიტეტები ცენტრალურ დონეზე და ვიმსჯელეთ ბიუჯეტის საკითხებზე, სადაც მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული ქალთა საჭიროებები.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა