განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრში ანსამბლ "სამებას" კონცერტი გაიმართა

უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „სამება“, გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მსახურებაზე იგალობა, რის შემდეგაც ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად, განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრში, კონცერტი გამართა.

ანსამბლი „სამება“ მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავს კონცერტებს; გალობს/მსახურებს საღვთო ლიტურგიებზე სხვადასხვა ეპარქიაში. პროექტის მიზანია ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის პოპულარიზაცია რეგიონებში.