ფორუმი "მომავლისათვის შესაფერისი ქალაქები"

4-5 ოქტომბერს, ბათუმში, ურბანული ფორუმი "მომავლისათვის შესაფერისი ქალაქები" გაიმართა.
ღონისძიებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი M4EG ქსელის წევრ მერებთან ერთად დაესწრო.

ურბანული ფორუმი, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივი გაიმართა. მისი მიზანია შესაბამისი დაინტერესებული მხარეები გააერთიანოს და ხელი შეუწყოს დისკუსიას სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობისა და დაფინანსების სხვადასხვა წყაროების გამოყენებაზე საერთაშორისო დონორებთან, ფინანსურ ინსტიტუტებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით.

ფორუმის დასასრულს, მანიფესტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიც შეუერთდა.