ყაზბეგმა საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა მეკლდეურობაში

10-11 სექტემბერს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა, უკვე მეორედ უმასპინძლა საქართველოს ჩემპიონატს მეკლდეურობაში.

ქვეყნის პირველობა, განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა მოხევე მეკლდეურებისათვის, რომლებმაც გუნდურ შეჯიბრზე, პირველი ადგილი დაიკავეს. ჩემპიონის ტიტული გოგონებს შორის, როგორც ბოლდერინგში, ასევე ბუნებრივ კლდეზე ცოცვაში, მანანა ჯამარჯაშვილმა მოიპოვა; ლუკა ქირიკაშვილი კი - პირველი ადგილის მფლობელი ბუნებრივ კლდეზე ცოცვაში გახდა.

ვიდეოს სანახავად მიჰყევით ბმულს - https://www.youtube.com/watch?v=xzaXVeWEpKc