სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა
18 და 19 სექტემბერს, სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება.
საჯარო განხილვის ორგანიზატორია სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
განხილვის საგანი: მდინარე თერგზე 16,62 მგვტ სიმძლავრის „კამარა ჰესის“
მშენებლობა და ექსპლუატაცია.
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2023 წლის 18 სექტემბერი, 16:00 საათი - სოფელი გორისციხე, რიტუალების სახლი;
2023 წლის 19 სექტემბერი, 11:00 საათი - სოფელი სიონი, რიტუალების სახლი;
2023 წლის 19 სექტემბერი, 15:00 საათი - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა
(მის: დაბა სტეფანწმინდა, დავით აღმაშენებლის ქ. N36)