ბაკურ ავსაჯანიშვილის მილოცვა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ აბიტურიენტებს
პირველ სექტემბერს, საქართველოში, 34 000-ზე მეტი სკოლადამთავრებული გახდა სტუდენტი, მათ შორის არიან მოხევე აბიტურიენტები, რომლებსაც განსაკუთრებულად ვულოცავ სტუდენტობას, ცხოვრების ახალ და ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას!
მალკომ იქსი ამბობდა "განათლება არის მომავლის პასპორტი და ხვალინდელი დღე ეკუთვნის მას, ვინც დღეს ემზადება ამისთვის."
გისურვებთ, თქვენი სტუდენტობა იყოს ძლიერი და სასიამოვნო სამზადისი პროცესი ხვალინდელი, „მომავლის პასპორტის“ მოსაპოვებლად!
პროგრესულად მოაზროვნე, განათლებულმა მომავალმა თაობამ უნდა შექმნას საქართველოს ხვალინდელი დღე. ჩვენი ქვეყნის საიმედო და საამაყო მომავალი კი - თქვენ ხართ!
ბაკურ ავსაჯანიშვილი