საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ყაზბეგის მერიაში, შეხვედრა გამართა
საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ცენტრის საქმიანობისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროექტების შესახებ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას სსიპ აკრედიტაციის ცენტრის მოწვეული ექსპერტი გიორგი ჩირაძე და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი - მარიკა ვაჭარაძე უძღვებოდნენ.
საუბარი შეეხო ვაჭრობასა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ევროკავშირის დახმარების პროექტებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ სარგებელს, რომელსაც საქართველო ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით მიიღებს.
ასევე, კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს ასოცირების შესახებ შეთანხმება და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area - DCFTA).