ყაზბეგში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა დაიწყო
„კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმის განვითარებისთვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) დაფინანსებითა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კოორდინაციით ადგილობრივ ხელისუფლებასთან, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა დაიწყო.
გერმანიის განვითარების ბანკის (KFW), საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და პროექტის განმახორციელებელი პარტნიორი კომპანიების “GOPA”, “FICHTNER", „PMCG“ წარმომადგენლების თანხლებით, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სრული რეაბილიტაციის, საპროექტო კვლევისა და მოსამზადებელი სამუშაოებისათვის საველე ვიზიტები უკვე განხორციელდა.
საველე ვიზიტების მისია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრით დასრულდა. მხარეებმა ერთობლივად განსახორციელებელი პროექტების შესრულების ხარისხი, მიდგომები და სამომავლო გეგმები განიხილეს.