ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ტურნირზე, მოხევე სპორტსმენებმა ხუთი მედლის მოპოვება შეძლეს

ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ღია ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, დასრულდა.

ტრადიციულ ჩემპიონატში, რომელიც ყოველწლიურად ყაზბეგში იმართება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტი უმცროსი ასაკის მოჭიდავე მონაწილეობდა.

აღსანიშნავია ხუთი ადგილობრივი, რომლებმაც საპრიზო ადგილები გაინაწილეს.

I ადგილი - ილია ხულელიძე, II ადგილი - გიორგი კობიაშვილი, III ადგილი - სანდრო ქირიკაშვილი, ბექა ბუქური, ლუკა კვირჭიშვილი. 

ჩემპიონატის წარმატებით მოასპარეზე ყველა მონაწილე, მედლებით, სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდა.