ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილეებთან ერთად, 23 ივნისს ჯუთას მოსახლეობას შეხვდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილეებთან ერთად, 23 ივნისს ჯუთას მოსახლეობას შეხვდა. 

შეხვედრის მთავარ თემას, მეწყრული პროცესების შედეგად, დაზიანებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოები წარმოადგენდა. 

საკითხის თაობაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას განუმარტეს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აღნიშნული გზის რეაბილიტაციის პროექტირება დასრულდა, ხოლო ფიზიკური სამუშაოები ივლისში დაიწყება. 

ამასთან, გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯუთაში გამაფრთხილებელი რუსული ნიშნები განათავსა. ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და წარმოადგენს საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობას. მედიასაშუალებებს ვთხოვთ, თავი შეიკავოთ არასწორი და გადაუმოწმებელი  ინფორმაციის გავრცელებისგან.