ყაზბეგში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის  გასვლითი სხდომა გაიმართა

ყაზბეგში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის  გასვლითი სხდომა გაიმართა. 

შეხვედრას, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილთან და  სხვა წევრებთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

სხდომის ფარგლებში სხვადასხვა თემატური საკითხი განიხილეს. მათ შორის, საუბარი შეეხო მცხეთა-მთიანეთში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის, სპორტის სახეობების განვითარებისა და ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ თემებს.

შეხვედრის მონაწილე მხარეებმა აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე მოზარდებისა და ახალგაზრდების დამოკიდებულების, მათი გამოჯანმრთელების პოლიტიკისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებაც იმსჯელეს. საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრ გივი მიქანაძის ხელძღვანელობით, თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას მხარი ერთხმად დაუჭირეს.