საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტს სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტს სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა. 

მერიაში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კომიტეტის წევრები და აპარატის თანამშრომლები დაესწრნენ. 

საუბარი შეეხო ახალგაზრდობის საჭიროებებსა და გამოწვევებს მუნიციპალურ/რეგიონულ დონეზე. ასევე, განიხილეს ის პროექტები, რომლებიც სპორტული ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების ფარგლებში ხორციელდება. 

ვიზიტის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა, მოადგილეებთან ერთად, სპორტული ობიექტები მოინახულა, მართვის პრაქტიკა შეისწავლა და გამოვლენილი გამოწვევების გათვალისწინებით, შესაბამისი რეკომენდაციები გასცა. 

„სასიამოვნოდ გაოცებული ვარ იმ პოლიტიკით, რომელსაც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია სპორტის განვითარების ცენტრთან ერთად ახორციელებს. დარგის რეფორმა სრულად მიმართულია მოსახლეობის ინტერესსა და კეთილდღეობაზე. სამჯერ მეტი სახელფასო ბიუჯეტი მწვრთნელებს, სხვა ყველა დანარჩენ მუნიციპალიტეტთან შედარებით და გაუქმებული გადასახადები სპორტულ წრეებზე, - მსგავსი ქმედითი და პრაქტიკული ნაბიჯებით, დარწმუნებული ვარ, მოხევე სპორტსმენები მაღალი კვალიფიკაციისა და სპორტული შედეგების მოპოვებას შეძლებენ.“- განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა.