ბაკურ ავსაჯანიშვილი - ქედს ვიხრი ომის ყველა მონაწილეს წინაშე, რომელსაც სწამდა, რომ გმირულად და გულწრფელად იცავდა საკუთარ სამშობლოს, ოჯახს

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 78 წელი გავიდა.

თარიღთან დაკავშირებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, სტეფანწმინდაში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი, გვირგვინით შეამკო.

„მეორე მსოფლიო ომში, საქართველოდან ყველაზე მეტი, 700 000 ადამიანი წავიდა. აქედან ნახევარი უკან ვერ დაბრუნდა. გადარჩენილთაგან დიდ ნაწილს გადასახლებაში მოუწია ცხოვრება. ამ საშინელებას გამოვლილი ვეტერანი, სამწუხაროდ, ბევრი აღარ დაგვრჩა, ხევში კი - არცერთი. ქედს ვიხრი ომის ყველა მონაწილეს წინაშე, რომელსაც სწამდა, რომ გმირულად და გულწრფელად იცავდა საკუთარ სამშობლოს, ოჯახს.“ - ბაკურ ავსაჯანიშვილი

აღსანიშნავია, რომ სტეფანწმინდის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი, სრულად რეაბილიტირდა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული პროექტის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში.

ასევე, მუნიციპალური ბიუჯეტით სრულად რეაბილიტირდება სოფელ სიონში „შინმოუსვლელთა ობელისკი“, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, სატენდერო პირობით 569 888 ლარს დახარჯავს.