გაიცანით ნუნუ ქუშაშვილი

ᲒᲐᲘᲪᲐᲜᲘᲗ ᲜᲣᲜᲣ ᲥᲣᲨᲐᲨᲕᲘᲚᲘ - იურისტი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, რომელიც 34 წელია ხევში ქართულ სამართალს ემსახურება. 

„რაისაბჭოს აღმასკომი, ყაზბეგის პრეფექტურა, გამგეობა და ახლა უკვე მერია - ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ოთხზე მეტი რგოლი და ვინ მოთვლის, რამდენი ხელმძღვანელი შევიცვალე 34 წლის განმავლობაში. საბედნიეროდ, იყვნენ  ადამიანები, რომლებისგანაც ბევრი ვისწავლე. 

ჩემი სამსახური ჩემი ცხოვრებაა, არ მბეზრდება. ნებისმიერ წერილს ხალისითა და ენთუზიაზმით ვამზადებ. 

ახალგაზრდა იურისტებს პოპულარულ პროფესიაში ვურჩევდი - ჩვენი ქვეყნის შენება სამართლიან საფუძველზე იმ კუთხიდან დაიწყონ, რომლის შვილებიც არიან.“ -
ნუნუ ქუშაშვილი 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ქალბატონ ნუნუს  მადლობას უხდის ერთგული სამსახურისათვის და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.