პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრში, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად დაესწრო.
„აწარმოე საქართველოში“ ადგილობრივი მოსახლეობის ბიზნესიდეებს 27 აპრილამდე მიიღებს და განიხილავს.
ბიზნესიდეის წარმატებულ საქმიანობად გარდაქმნისათვის, საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა, ნებისმიერ სრულწლოვან, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია.
ბიზნესიდეის აპლიკაციის შევსებისათვის, იხილეთ ინსტრუქცია - https://bit.ly/3Gc7JpG
ცხელი ხაზი - 15 25
info@enterprise.gov.ge