ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრს ტანვარჯიშის წრე დაემატა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრს, ახალი, ტანვარჯიშის წრე დაემატა.
სპორტული აკრობატიკა სამი წლის ასაკიდან შეისწავლება და რვა ჯგუფში, 120-მდე აღსაზრდელს გააერთიანებს.
ბავშვების ფიზიკურ განვითარებასა და სპორტულ მიღწევებზე, პროფესიონალი მწვრთნელი, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, სოფო კერესელიძე იზრუნებს.
პირველ საჩვენებელ გაკვეთილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ტარიელ ხულელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მწვრთნელებისგან საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო და სპორტული წრის განვითარების საქმეში, კომპეტენციის ფარგლებში, დახმარება აღუთქვა.
„მოსახლეობის მაღალი ინტერესისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, სპორტის განვითარების ცენტრს, კიდევ ერთი, ახალი, ტანვარჯიშის წრე დაემატა. როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, სპორტული აკრობატიკა/მხატვრული ტანვარჯიში, განსაკუთრებულად სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის, ხელს უწყობს მოზარდის ფიზიკურ განვითარებას და საფუძველია სხვა დანარჩენი სპორტული აქტივობების. მაქსიმალურად ვცდილობთ, გაკეთდეს ყველაფერი, რაც გაახარებს და სარგებელს მოუტანს ჩვენ მომავალ თაობას.“ - განაცხადა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ტარიელ ხულელიძემ.