შვიდი ბავშვისთვის სოფლებიდან: ფხელშე და ტყარშეტი, მუნიციპალური ტრანსპორტის დამატებითი, სპეციალური ხაზი დაინიშნა
„არსებული ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, თავდაუზოგავი შრომისათვის, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, მადლობა მინდა გადავუხადო კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს. ამასთან, გთხოვთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურებას, სანიაღვრე კოლექტორებისა და ჭების მოვლა-პატრონობას, გარე განათების ქსელებისა და არსებული კომუნიკაციების სწორ და გამართულ მუშაობას.“ - ამის შესახებ ბაკურ ავსაჯანიშვილმა, მერიაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„ჩვენი ნომერ პირველი საზრუნავი მომავალი თაობაა. შვიდი ბავშვისთვის სოფლებიდან: ფხელშე და ტყარშეტი, მუნიციპალური ტრანსპორტის დამატებითი, სპეციალური ხაზი დაინიშნა. ავტობუსს აღსაზრდელები ყოველ დღე დაჰყავს სიონის ბაღში.
მიმდინარე წელს, მაქსიმალურად ვეცდებით, განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის შენობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას; უკეთესი სამუშაო და სასწავლო გარემოს შექმნას თანამშრომლებისა და ჩვენი პატარებისათვის. მინდა, შესაბამის სამუშაო ჯგუფს თანამედროვე მოხევე პოეტების ნამუშევრების შეკრება/გადარჩევა დაევალოს. საუკეთესო ნიმუშები კი, მერიის დაფინანსებით, ერთ კრებულად გამოიცეს.
ვფიქრობ, ყველა ა(ა)იპ-ს აქვს შესაბამისი მოცულობის ბიუჯეტი მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ თქვენს სასარგებლო ინიციატივებს და კომპეტენციის ფარგლებში, დაგეხმაროთ მათ განხორციელებაში.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, ადგილობრივი ა(ა)იპების ხელმძღვანელებს შეხვდა.