ბაკურ ავსაჯანიშვილი ადგილობრივი ა(ა)იპების ხელმძღვანელებს შეხვდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, ადგილობრივი ა(ა)იპების ხელმძღვანელებს შეხვდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის, სპორტის განვითარების, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა, თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის ცენტრისა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა, 𝟐𝟎𝟐𝟑 წლის ღონისძიებათა კალენდარი, განსახორციელებელი პროექტების გეგმა წარადგინეს.
კეთილმოწყობის სამსახური 𝟐𝟎𝟐𝟑 წელს, ახალი ნაგვის შემკრები მანქანების, სამარშრუტო მიკროავტობუსებისა და საკანალიზაციო სისტემების გამწმენდი სპეციალური ტექნიკის შეძენას გეგმავს. პერსონალის მუშაობის ეფექტურობის შეფასების, ხარჯების შემცირებისა და ავტოპარკის ზედამხედველობის მიზნით
ე.წ. ჯი-პი-ეს 𝐆𝐏𝐒 მონიტორინგი დაინერგება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებისა და ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზნით, 22-26 აპრილს, იმუნიზაციის კვირეულს გამართავს. მიმდინარე წელს ამოქმედდება 𝐜 ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პრევენციას ითვალისწინებს.
მნიშვნელოვანი სიახლეებია კულტურულ კალენდარში. განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრს, მიმდინარე წლის მარტიდან, ხელსაქმისა და თექის შემსწავლელი წრეები დაემატება. იგეგმება შემეცნებითი, კულტურული და საბავშვო/გასართობი, უქმე თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებების გამართვა, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა.
𝟐𝟎𝟐𝟑 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრი საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს მეკლდეურობასა და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ჭაბუკთა შორის. გაიმართება საფეხბურთო და სარაგბო ფესტივალები. აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი სპორტის სახეობების დამატების მიზნით. ტრადიციულად გაიმართება ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში და გმირი ტყუპების, ნუკრი და ვასიკო წიკლაურების სახელობის სარაგბო ფესტივალი.
სააღმზრდელო საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 900-მდე ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს, გორისციხეში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება. მოეწყობა ბაღის შიდა და გარე სივრცე, რეკრეაციული ზონა, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
მიმდინარე წელს, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრი, ბაღებში, საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემას, - ჰასპის სტანდარტს დანერგავს. 9 თანამშრომელი აღმზრდელებსა და მასწავლებლებთან ერთად, განათლების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში პროფესიულ გადაზმადებას გაივლიან.