ბაკურ ავსაჯანიშვილი - განვიხილავთ სამომავლო თანამშრომლობის ნებისმიერ წინადადებას, რომელიც ჩვენი უნიკალური ბუნების ბიომრავალფეროვნების დაცვას უზრუნველყოფს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კავკასიის ბუნების ფონდის, თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის ცენტრისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისწარმომადგენლებს შორის, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
საუბარი შეეხო კავკასიის ბუნების ფონდისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს საგრანტოპროგრამებს, ერთობლივ პროექტებს, რომლებიც დაცული ტერიტორიების/ლანდშაფტებისბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ადმინისტრაციისგაძლიერებას ემსახურება.
„სიამოვნებით განვიხილავთ სამომავლო თანამშრომლობის ნებისმიერ წინადადებას, რომელიცჩვენი უნიკალური ბუნების ბიომრავალფეროვნების დაცვას, დაცულ ტერიტორიებზეინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტურისტებისათვის ძირითად სერვისებზე ხელმისაწვდომობასუზრუნველყოფს. მადლობა ყველა იმ უწყებას, რომელიც აქტიურად მუშაობს ჩვენი მუნიციპალიტეტისდაცული ლანდშაფტების აღდგენის, მოვლა-პატრონობის საკითხებზე“. - განაცხადა ბაკურავსაჯანიშვილმა