ყაზბეგის მუნიციპალიტეტში თოვლისაგან გზების წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში თოვლისაგან გზების წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დილიდან გაიწმინდა სოფლები - ფხელშე, გორისციხე, ტყარშეტი, სიონი, არშა და ფანშეტი.
ამ ეტაპზე, გზების წმენდის სამუშაოები დაბა სტეფანწმინდაში, გერგეტში, სნოსა და აჩხოტში გრძელდება.
მერია მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას, როგორც ცენტრალურ, ასევე, ყველა სოფლის შიდა გზაზე უზრუნველყოფს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის მობილური ჯგუფი სპეციალური ტექნიკით გადაადგილდება და გზებს თოვლისგან წმენდს. იყრება ქვიშა და ტექნიკური მარილი.
სამუშაო პროცესებს პირადად აკვირდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი