ცვლილებები სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამაში
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 𝟐𝟎𝟐𝟑 წლის 𝟏𝟕 იანვრის #𝟒 დადგენილებით, სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამაში ცვლილებები შევიდა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ ოჯახებში ძალადობის მსხვერპლებს, მერია, დროებითი საცხოვრებლითა და 𝟑𝟎𝟎 ლარიანი დახმარებით უზრუნველყოფს.
𝐈 და 𝐈𝐈 ჯგუფის უსინათლო ინვალიდებსა და შშმ პირებს, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებიან, დახმარება გაეწევათ 𝟓𝟎𝟎 ლარის ოდენობით.
ოთხმოცდახუთი და მეტი ასაკის მქონე ხანდაზმულები 𝟑𝟎𝟎 ლარს მიიღებენ.
სტუდენტებს, რომლებსაც ერთ-ერთი მშობელი შშმ პირი ან პენსიონერი ჰყავთ, აკრედიტებულ/ავტორიზებულ სასწავლებელში, მერია, სწავლის საფასურს 𝟖𝟎%-ით დაუფინანსებს.
ფსიქიკურად დაავადებული მოქალაქეები ერთჯერადად მიიღებენ 𝟓𝟎𝟎 ლარის.