სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები გრძელდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები გრძელდება.
𝟐𝟑 იანვრიდან დღემდე, ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში, 𝟐𝟎-ზე მეტი სოფლის მოსახლეობამ, სხვადასხვა სახის საჭიროებებზე იმსჯელა.
გორისციხის ადმინისტრაციულ ერთეულში - გარე განათება, რეკრეაციული სივრცეები და სკვერებში სანიტარული კვანძების მოწყობა ითხოვეს.
აჩხოტსა და ჯუთაში გარე განათების მონტაჟი, გუდაურში კი - სპორტ-კომპლექსის ინვენტარიზაცია სურთ.
სიონის ადმინისტრაციულ ერთეულში სასაფლაოები შეიღობება, ჩატარდება შიდა საუბნო გზების ნაპირსამაგრი სამუშაოები და მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობები.
კობში - მდინარე სუატისზე გადასასვლელი ხიდი აშენდება, ფასადურად გარემონტდება თემის ადმინისტრაციული შენობა.
შეხვედრებს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილეებთან ერთად ესწრება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსახლეობასთან ერთად მსჯელობენ იმ საკვანძო საკითხებსა და საჭიროებებზე, რომლებიც ყოველ სოფელს აქვს.