ბაკურ ავსაჯანიშვილმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს დაბადების დღე პირადად მიულოცა
ილია 𝐈𝐈 𝟗𝟎
ბაკურ ავსაჯანიშვილმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს დაბადების დღე პირადად მიულოცა და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
უწმინდესმა და უნეტარესმა, მერს, განსაკუთრებული სიყვარულით უმასპინძლა და მამობრივი მზრუნველობით დალოცა.
ილია მეორეს დაბადების დღე, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებამ, ჩვენი საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენელებმა და მრევლმა მიულოცეს.
მისმა უწმინდესობამ სრულიად საქართველო დალოცა და სტუმრებს მადლობა გადაუხადა.