ბაკურ ავსაჯანიშვილი - სიხარული, მშვიდობა, კეთილდღეობა და ერთობა დაგვებედოს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მარტოხელა, შშმ პირთა, შეჭირვებულ, მრავალშვილიან და ხანდაზმულთა ოჯახებს ესტუმრა, ახალი წელი მიულოცა და სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად, საკვები პროდუქტები გადასცა.
პარალელურად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, საკვები პროდუქტები და საახალწლო საჩუქრები საბავშვო ბაღებს, სკოლებს, ჩვილ ბავშვთა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ოჯახებს გადასცეს.
საერთო ჯამში, მერიამ, საახალწლო საჩუქრები 𝟏𝟓𝟎𝟎-ზე მეტი მოქალაქესათვის შეიძინა.
„კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ახალ წელს. ჯანმრთელობას გისურვებთ და ულევ მიზეზს ბედნიერებისათვის. სიხარული, მშვიდობა, კეთილდღეობა და ერთობა დაგვებედოს!“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა