გილოცავთ ახალ 𝟐𝟎𝟐𝟑 წელს
ყველას გილოცავთ
ახალ 𝟐𝟎𝟐𝟑 წელს✨
ერთი წელი გავიდა, რაც ოფიციალურად შევუდექი საქმიანობას მერის პოსტზე.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.
2022 წელს, ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
ვფიქრობ, შედეგები კარგია, მაგრამ არასაკმარისი. მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა,
რომ არა, ჯერ კიდევ მძვინვარე პანდემია 2022 წლის დასაწყისში.
მე და ჩემი გუნდი ვცდილობთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც, - მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ შეზღუდული რესურსები, შევქმნათ ახალი შესაძლებლობები და მინიმუმამდე დავიყვანოთ პრობლემების რაოდენობა.
პირველ რიგში, განსაკუთრებული პატივისცემით, ჩვენს პატრიარქს მივულოცავ ახალი წელს და ჯანმრთელობას ვუსურვებ.
ვულოცავ ჯარისკაცებსა და პოლიციელებს, პედაგოგებსა და საჯარო მოხელეებს, პატარებსა და უფროს თაობას, ემიგრანტებს, რომლებიც განსაკუთრებულად ძვირფასები არიან ჩვენთვის.
მშვიდობიან, კურთხეულ და წარმატებულ ახალ წელს გისურვებთ თქვენ, ხევსა და სრულიად საქართველოს.
ბაკურ ავსაჯანიშვილი