წლის შემაჯამებელი ღონისძიება განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრში
განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, წლის შემაჯამებელი ღონისძიება, ცენტრთან არსებული ყველა ანსამბლის მონაწილეობით გაიმართა.
ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები სანახაობრივად ემოციური, მუსიკალურად კი - საახალწლო სიმღერებითა და საშობაო საგალობლებით იყო დატვირთული.
მოსწავლეებმა, ტრადიციული ალილოს ინსცენირება მოაწყეს და მაყურებელს, ქრისტეს შობის საგალობლის ფონზე, საშობაო ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.
სამახსოვრო საჩუქრებითა და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ, წლის ყველაზე წარმატებული ხელოვანები, მათ შორის, ნათია ხულელიძე, რომელიც 2022 წელს, მექსიკის საერთაშორისო საესტრადო სიმღერის კონკურსის გამარჯვებულია.
საახალწლო კონცერტს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო.
მერმა, ცენტრის თანამშრომლებს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და გასულ წელს შესრულებული სამუშაოებისათვის მადლობა გადაუხადა.