ბაკურ ავსაჯანიშვილი - სასულიერო გიმნაზიაში, ჩვენი შვილები, განათლებული, ზნეობრივი, სულიერად სამაგალითო ადამიანების გარემოცვაში იზრდებიან
წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში, საახალწლო-შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
საზეიმო პროგრამა თეატრალური, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებისგან შედგებოდა.
ღონისძიებას, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქირიკაშვილსა და ადგილობირივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მერმა, დაწყებითი კლასის 70-მდე მოსწავლეს, დამდეგი-შობა ახალი წელი, სამახსოვრო საჩუქრებით მიულოცა.
გიმნაზიის აღსაზრდელებს, სიტყვით მიმართა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა. მეუფე იეგუდიელმა, ბავშვები დალოცა და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაარსებული სასულიერო გიმნაზიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოსწავლეებს კი, ნაყოფიერი სასწავლო წელი და პოზიტიური მომავალი უსურვა.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო მეუფე იეგუდიელს, რომლის შრომა, გიმნაზიის არსებობის ისტორიაში, შეუფასებელია. სასულიერო გიმნაზიაში, ჩვენი შვილები, განათლებული, ზნეობრივი, სულიერად სამაგალითო ადამიანების გარემოცვაში იზრდებიან, რაც ხევის მომავალი, ჯანსაღი და წარმატებული თაობის გარანტია. მადლობა პედაგოგებს, მშობლებს და რა თქმა უნდა ამ საოცარი ზეიმის მონაწილე გოგო-ბიჭებს. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! მშვიდობას და მუდმივ საზეიმო განწყობას გისურვებთ!“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშილმა.