ბაკურ ავსაჯქანიშვილი - განსაკუთრებული სიყვარულით ვეფერები და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თენგო ავსაჯანიშვილს
ბაკურ ავსაჯანიშვილმა, მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად, შეუძლოდ მყოფი, მოხუცი და შეჭირვებული ადამიანები მოინახულა.
მერმა, ოჯახებს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად, საკვები პროდუქტები და სპეციალური სამედიცინო ინვენტარი გადასცა.
„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ფეხბედნიერი ყოფილიყოს ჩვენი სტუმრობა თითოეული თქვენგანის ოჯახში. განსაკუთრებული სიყვარულით ვეფერები და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩვენს საამაყო თენგო ავსაჯანიშვილს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე, კიდევ ერთი საჯარო აღიარება მოიპოვა. თენგოსთან ერთად, თამარა ბებოს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს, ის ერთგვარი მემატიანეა ხურთისისა და ხევის საუკუნოვანი ისტორიის. გარდა მოხუცების, შეჭირვებული და უძლურებაში მყოფი ადამიანებისა, მერია, საახალწლო სიმბოლური საჩუქრებით, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარება.“ – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა