საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ანგარიში მერს
ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.
ციცინო ღუდუშაურმა, თანამშრომლებთან ერთად, 2022 წელს შესრულებული სამუშაოების შესახებ ისაუბრა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, მთელი წლის მანძილზე, ეფექტურად ახორციელებდა ეპიდზედამხედველობისა და სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგს, იმუნიზაციის პროცესს; ეპიდკვლევას ტუბერკულოზის დროს; შრატების, ასაცრელი მასალებისა და ვაქცინების მიწოდებას „ცივი ჯაჭვის“ პრინციპის დაცვით; ცოფის რისკის ექსპოზიციის მქონე და დაუდგენელი მიზეზებით გარდაცვლილ პირთა კვლევას ვერბალური აუტოფსიის მეთოდით. გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა მონაცემების სტატისტიკას.
ეფექტურად იმუშავა „სოფლის ექიმის პროგრამამ“.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, მძიმე ინფექციების - დიფტერია, პოლიომიელიტი, ყბაყურა და ყივანახველა, გამოვლენის შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია. 2023 წლიდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება.