ყაზბეგის მუნიციპალიტეტში წინასაახალწლო სამზადისია
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში წინასაახალწლო სამზადისი მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური, ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ცენტრალურ ქუჩას რთავს.
ახალი საახალწლო ილუმინაციებით, აგრეთვე, მოედანი და სკვერები მოირთვება.
დასრულებული სამუშაოების ნახვას მოსახლეობა რამდენიმე დღეში შეძლებს.
მთავარი საახალწლო ღონისძიება კი, 3 იანვარს გაიმართება