განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის წლის შემაჯამებელი ანგარიში მერიას
ა(ა)იპ განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.
ანა ხუციშვილმა, თანამშრომლებთან ერთად, იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე ისაუბრა, რომლებიც ცენტრს, 2022 წლის იანვრიდან აქვს.
მერის ინიციატივამ, არსებულ წრეებზე გადასახადების გაუქმებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად გაზარდა ცენტრის მოსწავლეთა რაოდენობა.
მთელი წლის განმავლობაში, ქორეოგრაფიული, ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლები/რეწვის ოსტატები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გამართულ ეროვნულ თუ საერთაშორისო ფესტივალებზე წარმატებით იღებდნენ მონაწილეობას.
რამდენჯერმე გაიმართა სახალხო დღესასწაულებთან დაკავშირებული, თემატური და საანგარიშო კონცერტები.
განახლდა, აღდგა და ახალი ლიტერატურით შეივსო საბიბლიოთეკო ქსელი.
ელექტრონულ პროგრამაში აისახა ცენტრალური ბიბლიოთეკის ფონდი.
ჭადრაკის შესწავლით, პატარებთან ერთად, ზრდასრულებიც დაინტერესდნენ, რაც სამომავლოდ, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით,
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების შექმნის საფუძველია.
იგეგმება ხალხური რეწვისა და ინსტრუმენტების შესწავლის წრეების დამატება; პერიოდულად ფილმების საჯარო ჩვენება/განხილვა გაიმართება.
„ალექსანდრე ყაზბეგისა და უწმინდესი პატრიარქის მხარეში, განათლებისა და კულტურის განვითარების სფერო რომ პრიორიტეტულია, ამაზე არავინ დავობს. განსაკუთრებულად ნიჭიერ მომავალ თაობას, ხელშეწყობა და პატრონობა სჭირდება. ამას ემსახურება ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, გაუქმებული გადასახადები და ბიუჯეტის მოცულობა, რომელიც ა(ა)იპ განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრს აქვს. მადლობას გიხდით თავდაუზოგავი შრომისათვის. იმედი მაქვს, გასული წლის გამოცდილებას გავიზიარებთ და 2023 წელს გვექნება შედეგები, რომლებითაც ერთად ვიამაყებთ“. - განაცხადა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა