ბაკურ ავსაჯანიშვილი - ახალი მულტიფუნქციური გრეიდერის შეძენა მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბავია ჩვენთვის
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი ზამთრის სეზონს ტექნიკურად მომზადებული ხვდება
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიამ მსოფლიოში ცნობილი სამშენებლო და ლოჯისტიკური ტექნიკის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებლისგან 𝗕𝗢𝗥𝗨𝗦𝗔𝗡 𝗖𝗔𝗧-სგან ახალი, 2022 წელს გამოშვებული, მაღალი წარმადობის გრეიდერი (𝗦𝗘𝗠 𝟵𝟭𝟵 𝗠𝗢𝗧𝗢𝗥 𝗚𝗥𝗔𝗗𝗘𝗥) 348.940 ლარად შეიძინა.
„ჩვენ გვაქვს გასული წლების გამოცდილება, როდესაც არასაკმარისი რაოდენობის ან მოძველებული ტექნიკის გამო, ხშირად იქმნებოდა პრობლემები გზების წმენდასთან დაკავშირებით. ახალი მულტიფუნქციური გრეიდერის შეძენა მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბავია ჩვენთვის. ვფიქრობ, თანამედროვე ტექნიკის მეშვეობით, წელს გაცილებით მარტივი იქნება ავტოსატრანსპორტო გამავლობის შენარჩუნება და უსაფრთხო გადაადგილება ჩვენი მოსახლეობისათვის და არა მხოლოდ.“ - განაცხადა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.