გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით ადგილობრივი მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, სასტუმროში Rooms Hotel Kazbegi ადგილობრივი მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
კამპანია, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
ღონისძიებას, ყაზბეგის მუნციპალიტეტის მერის მოადგილე ტარიელ ხულელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
საუბარი შეეხო ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებს. გენდერული თანასწორობის სტრატეგიასა და 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის ეფექტიან აღსრულებას/მონიტორინგს.
მიზნებისა და ამოცანების დონეზე განისაზღვრა ინდიკატორები, საბაზისო და სამიზნე ნიშნულები.
16 დღიანი კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.