სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმა ეფექტიანი თვითმმართველობისთვის- ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირმა გელანტია-ახვლედიანმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ცნობადობის გაზრდის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას, ადგილობრივი ხელისუფლების, მერიის სამსახურებისა და ა(ა)იპების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
საუბრის მთავარი თემა, საჯარო ფინანსების ეფექტური მართვის მნიშვნელობას, შიდა აუდიტის სუბიექტის ინსტიტუციურ გაძლიერებას, ფინანსთა სამინისტროსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას, შიდა აუდიტის ხარისხის გარე შეფასების შედეგების მონიტორინგსა და მაღალმთიან რეგიონში შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობას შეეხებოდა.
აღნიშნული რეფორმის განხორციელება, შიდა კონტროლის ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რომელიც საჯარო დაწესებულების გამართულ, მენეჯერულ, ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრები მეტად მიზნობრივად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოიყენება.
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმა, ქვეყნის საჯარო სექტორში, 2010 წლიდან მიმდინარეობს. მისი მნიშვნელობა, საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებებითა და დანერგვის შედეგად მიღებული პოტენციური სარგებლითაა განპირობებული.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირმა გელანტია-ახვლედიანმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ცნობადობის გაზრდის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გამართა
შეხვედრას, ადგილობრივი ხელისუფლების, მერიის სამსახურებისა და ა(ა)იპების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
საუბრის მთავარი თემა, საჯარო ფინანსების ეფექტური მართვის მნიშვნელობას,
შიდა აუდიტის სუბიექტის ინსტიტუციურ გაძლიერებას, ფინანსთა სამინისტროსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას, შიდა აუდიტის ხარისხის გარე შეფასების შედეგების მონიტორინგსა და მაღალმთიან რეგიონში შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობას შეეხებოდა.