ბაკურ ავსაჯანიშვილი - იმედი მაქვს, წიგნიერი მომავალი თაობა კულტურულ ფასეულობებს შეინარჩუნებს და გაამდიდრებს ისტორიულ სნოში
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად, სნოში, განახლებული ბიბლიოთეკა მოინახულა.
აღსანიშნავია, რომ სოფელში, ბიბლიოთეკის აღდგენა უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაიწყო და სკოლის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებულ შენობაში განთავსდა.
აღდგა საბიბლიოთეკო საქმე, განახლდა წიგნადი ფონდი, ბიბლიოთეკას სრულად დაუბრუნდა სოციალური ფუნქცია, მოეწყო საცავი და სამკითხველო.
„მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვისი დაუღალავი შრომითაც განახლდა ბიბლიოთეკა. სნოელ ბავშვებს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში შემოქმედებითი განვითარების მტკიცე პირობა აქვთ, მით უმეტეს, რომ საუკეთესო მრჩეველი და ბიბლიოთეკარი ჰყავთ მამა კონსტანტინე ლურსმანაშვილის სახით. იმედი მაქვს, წიგნიერი მომავალი თაობა კულტურულ ფასეულობებს შეინარჩუნებს და გაამდიდრებს ისტორიულ სნოში“. - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა