ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2023 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე იმსჯელეს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2023 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე იმსჯელეს.
საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომას, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილე ტარიელ ხულელიძესა და სხვადასხვა სამსახურების/ა(ა)იპების ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრო.
საუბრის მთავარი თემა საბიუჯეტო სისტემის ფორმირების პრინციპებს, 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას, შესრულებას, ანგარიშგებასა და კონტროლს, საბიუჯეტო ურთიერთობებსა და პასუხისმგებლობას შეეხებოდა.
მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ვასილ კურკუმულმა, საკრებულოს თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს, 2022 წლის კორექტირებული ბიუჯეტი, ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხი და 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
კომისიების წევრებმა 2023 წლის ბიუჯეტსა და წარმოდგენილ საკითხებს მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დასამტკიცებლად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.