ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც დაცული ტერიტორიების მართვის საკითხებით არიან დაინტერესებულნი.
შემდგომი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობა მიწათსარგებლობასთან დაკავშირებით, ძალზე მნიშვნელოვანია.
ყაზბეგის ეროვნული პარკი საქართველოს დაცულ ტერიტორიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიაა.
მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის არსებობა ეკოსისტემების დაცვასა და რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც მნიშვნელოვანია როგორც გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.