წყაროდან გერგეტის სამების ტაძრამდე, 106 მეტრი სიგრძის ქვაფენილიანი ბილიკი მოეწყობა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რიგი სამუშაოები დასრულდა, ზოგიერთი მათგანი კი შეფასების ეტაპზეა.
სოფელ გერგეტში, ქეთევან წამებულის, ხევისბერისა და დავით გურამიშვილის ქუჩებზე შიდა საუბნო გზების მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
რამდენიმე ქუჩა მოასფალტდა - დაბა სტეფანწმინდაში;
დასრულდა სოფელ არშას შიდა საუბნო გზების მოპირკეთებაც.
აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს 106 მეტრი სიგრძის ქვაფენილიანი ბილიკის მოწყობის სამუშაოები წყაროდან გერგეტის სამების ტაძრამდე.